ბერბუკის 1

APEX

მიიტანეთ კურსორი კორპუსის სურათზე და აირჩიეთ ბინა

ბერბუკის 1

22-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის საერთო ფართობი 20180 კვ.მ-ია, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ბერბუკის N1-ში მდებარეობს. სახლი მოიცავს 133 ბინას. თითოეულ მათგანს გამორჩეული და მომხმარებლის სურვილებზე მორგებული გეგმარება აქვს.


პროექტი ბერბუკის 1 მრავალფუნქციური სახლია, 5 სართულზე განთავსებული კომერციული ფართებით და 4-დონიანი ავტოსადგომით. ბინებიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი  მთელს თბილისზე. პროექტის თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურა გამორჩეულია და ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის იერსახეს. სახლი უზრუნველყოფილია სამი ლიფტით.


ბერბუკის 1-ი, ისევე როგორც აპექსის ყველა პროექტი, აშენებულია უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა  მასალებით. სადარბაზო და კიბის უჯრედები მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით, ხოლო ფასადი თურქული კომპანია Ulusan-ის პროდუქციით. Ulusan-ი სამშენებლო ბაზარზე 1983 წლიდან ფუნქციონირებს  და მინიჭებული აქვს ISO 9000 სერთიფიკატი. სამშენებლო პროცესში გამოყენებულია უკრაინული კომპანია OJSC Arcelor Mittal Kryviy Rih-ის არმატურა და ავსტრიული კომპანია Doka-ს  საყალიბე სისტემები. მათი პროდუქცია მშენებლობის სიმყარისა და საიმედოობის მაქსიმალურ გარანტიას იძლევა.

call back

შეუკვეთე ზარი