GE
ქართული
English
გათიშვა
GE
ქართული
English
0322 055 055
ორშ-პარ: 10:00 - 18:00
შაბ: 11:00 - 16:00
Marketing@apexd.ge
Contact@apexd.ge
მთავარი / პარტნიორები
პარტნიორები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ მიზეზთა გამო. ისინი გვთავაზობენ მრავალ სარგებელს, რაც ხელს უწყობს კომპანიის ზრდას, ინოვაციასა და საერთო ჯამში ჩვენს წარმატებას. პარტნიორობა ხშირად გულისხმობს თანამშრომლობას ოგრანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ დამატებითი უნარები, გამოცდილება და ძლიერი მხარეები. ჩვენი თანამშრომლობა პარტნიორებთან გვეხმარება, რომ უკეთესად დავნერგოთ ინოვაციური კულტურა. გარდა ამისა, მსგავსი ორგანიზაციები გვეხმარებიან, რომ გავაძლიეროთ სანდოობა და რეპუტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის.
ბაზის ბანკი
პარტნიორის შესახებ
ბაზისბანკი — უნივერსალური ბანკი, რომელიც 1993 წლიდან ოპერირებს ქართულ საბანკო სექტორში. 2008 წელს, EBRD-ი „ბაზისბანკის“ აქციების 15%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა და კომპანიაში დაიწყო ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის პროცესები.
2012 წელს, ჩინურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფმა“, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა, ბანკის აქციების 90%-ი შეისყიდა, მოგვიანებით კი, თავისი წილი 92,30%–მდე გაზარდა. ძლიერი აქციონერის ფინანსურმა მხარდაჭერამ ბანკს გზა ახალი შესაძლებლობებისაკენ გაუხსნა და შედეგმაც არ დააყოვნა, ბაზისბანკი ქართული ბანკების რეიტინგში შვიდი პოზიციით დაწინაურდა - მეთერთმეტე ადგილიდან, უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულში გადაინაცვლა.
დღეს ბაზისბანკის ჯგუფი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია და საბანკო მომსახურებასთან ერთად, დაზღვევისა და ლიზინგის ბიზნესმიმართულებებსაც აერთიანებს.
იშბანკი
პარტნიორის შესახებ
„თურქეთის იშბანკს“ გააჩნია 3 შვილობილი ბანკი საქართველოში, გერმანიასა და რუსეთში. ასევე „თურქეთის იშბანკს“ აქვს წარმომადგენლობითი ოფისები ჩინეთსა (შანხაი) და ეგვიპტეში (ქაირო).
მშობელი ბანკი წარმოადგენს უმსხვილეს კერძო ბანკს თურქეთში აქტივების, სესხების და დეპოზიტების მოცულობით, ასევე ფილიალებისა და ბანკომატების (6,312 ბანკომატი) რაოდენობით. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები შეადგენს 83 მილიარდ აშშ დოლარს, რომლის 47% სესხებია, ხოლო დეპოზიტების მოცულობაა 56 მილიარდი აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ბანკის ვალდებულებების 68%-ს.
სს იშბანკი საქართველო ამჟამად წარმოდგენილია 1 ფილიალით თბილისში. ბანკი კორპორატიულ, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. იშბანკი საქართველოს პრიორიტეტია ხელი შეუწყოს როგორც თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას მშობელ კომპანიასთან თანამშრომლობით, ასევე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში.
ტერა ბანკი
პარტნიორის შესახებ
1999 წლიდან ტერაბანკი ქართულ საფინანსო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. უნივერსალური ბანკი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს მაღალი ხარისხის, მოქნილ, მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, რომელთაც მუდმივად უქმნის დამატებით მოტივაციასა და ახალ შესაძლებლობებს. ტერაბანკი პოზიციონირებს, როგორც სანდო და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მიზნების მიღწევაში.
ბანკის სტრატეგია სწრაფ ზრდას, ინოვაციურობასა და ტექნოლოგიურ განვითარებას მოიცავს. იგი ეყრდნობა ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა მომხმარებლისთვის პერსონიფიცირებული, სანდო და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზება. ეს კი მიიღწევა გუნდურობით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და უწყვეტი განვითარებით.
ტერაბანკი წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელთა შორისაა FMO, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), DEG, ResponsAbility და სხვა. ტერაბანკი ინარჩუნებს მჭიდრო და სანდო კავშირებს თავის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების დანერგვას.
თიბისი ლიზინგი
პარტნიორის შესახებ
სს თიბისი ლიზინგი დაარსდა 2003 წელს და დღეის მდგომარეობით, 3,000-მდე კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზრო წილი 82%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 400 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია.
თიბისი ლიზინგში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი. კომპანიის გუნდის მუშაობა, სისწრაფე და მოქნილობა მიმზიდველს ხდის პროდუქტებსა და სერვისს როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი მსხვილი კომპანიებისთვის.
კომპანია მუდმივად ანვითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მომწოდებლებთან და დღეს პარტნიორთა სიაში არიან ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა: BSTDB, EBRD, RESPONSABILITY, SYMBIOTICS, MICROVEST, TRIPLE JUMP და სხვა.
აგრეთვე, თიბისი ლიზინგი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, იაფი აგრო-სესხი“.
იყავი პირველი, გაიგე ყველა შენთვის საინტერესო სიახლე პირველმა!