დადიანის 125

APEX

დადიანის 125

პროექტი დადიანის 125 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც ნაძალადევის რაიონში, მეტრო ნაძალადევის წინ მდებარეობს. კორპუსი მოიცავს 78 ბინას, კომერციულ ფართებს და 1-დონიან ავტოსადგომს. სახლი, თავისი არქიტექტურით და ვიზუალით გამორჩეული პროექტია. შუშის აივნები, BRAER-ის ფირმის წითელი ფერის აგურით მოპიკეთებული ფასადი, მას განსაკუთრებულ და დახვეწილ იერსახეს სძენს.

BRAER GROUP -  წარმატებული და განვითარებადი კომპანიაა, რომელიც თავისი ინოვაციური იდეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით მუდმივად ახერხებს მომხმარებლებისთვის სრულყოფილი პროდუქტის შეთავაზებას. BRAER-ის ქარხანაში 50-ზე მეტი ფერის მოსაპირკეთებელი ფილა იწარმოება, რომელთა უმეტესობა უნიკალურია თავისი ფორმითა და ტექსტურით. აპექსმა, როგორც ხარისხზე ორიენტირებულმა კომპანიამ, უპირატესობა სწორედ მის პროდუქციას მიანიჭა.

დადიანის 125-ის სამშენებლო პროცესში გამოყენებულია უკრაინული კომპანია  OJSC Arcelor Mittal Kryviy Rih-ის არმატურა და  ავსტრიული კომპანია Doka-ს  საყალიბე სისტემები. მათი პროდუქცია მშენებლობის სიმყარისა და საიმედოობის მაქსიმალურ გარანტიას იძლევა.

call back

შეუკვეთე ზარი