ჩვენ შესახებ

APEX DEVELOPMENT

კომპანიის შესახებ

 

სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი 2013 წელს დაარსდა. კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია დიდ შრომაზე, ნდობასა და იმ ღირებულებების ინტეგრირებაზე, რომელიც ფასეულია ყველასთვის, ადვილად მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. კომპანიის საქმიანობის მიმართულებაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

 

წარმატება, რომელიც აპექს დეველოპმენტმა 2013 წლიდან დღემდე მოიპოვა ძლიერი  მენეჯმენტის, ღია ფინანსური პოლიტიკის და ბაზრის სწორი ანალიზის შედეგია. კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები პასუხობენ ყველა სტანდარტს და ამავე დროს იდეალურად ერწყმის თბილისის იერსახეს და განაშენიანების გეგმას. თითოეული პროექტი არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანონ მათთვის მისაღები ცვლილებები. აპექს-ის გუნდს აქვს ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების მიმართ, რათა შეცვალონ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ და აგრძნობინონ მათ სიმყუდროვე და კომფორტი.

 

კომპანიამ შექმნა სამუშაო  ადგილები და  დღეს მშენებლობაზე 150-მდე მუშაა დასაქმებული. უკეთესობისკენ შეიცვალა იმ მობინადრეთა მდგომარეობა, რომელთა საცხოვრებელი ფართების (ძველი ბარაკები, ნახევრად დანგრეული სახლები) ადგილზე აშენდა თანამედროვე, უახლესი სტანდარტის საცხოვრებელი კორპუსები. მათ გაუუმჯობესდათ ყოველდღიური პირობები სასურველი უბნის შეცვლის გარეშე.

 

აპექს დეველოპმენტი არის კომპანია, რომელსაც აქვს იმის რესურსები და შესაძლებლობები, რომ შექმნას კაპიტალი, დააპროექტოს, ააშენოს და შემდეგ მართოს ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ცხოვრების გაუმჯობესება.


ჩვენი მისია:

აპექს დეველოპმენტის მიზანია შექმნას პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე.ჩვენ მივისწრაფვით, რომ  აპექსი ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის  კომფორტთან, თანამედროვე სტილთან და მყუდრო გარემოსთან.

ჩვენი ხედვა:

აპექს დეველოპმენტი დამკვიდრდეს,როგორც უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი საქართველოში.

 

ჩვენი ფასეულობები:

მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომობა, ნოვატორობა, უსაფრთხოება და პასუხიმგებლობა- ეს ის მთავარი ფასეულობებია,  რომლითაც აპექსის გუნდი ქმნის  მისაღებ გარემოს მომხმარელებისთვის და  თანამშრომლებისთვის.


call back

შეუკვეთე ზარი