მიიტანეთ კურსორი კორპუსის სურათზე და აირჩიეთ ბინა
აპექსი დადიანი B ბლოკი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც ნაძალადევის მეტროსთან, ცოტნე დადიანის ქ.N90-ში შენდება. პროექტი გათვლილია 98 მობინადრეზე. ორი სართული დაეთმობა საოფისე და კომერციულ ფართებს, ხოლო საპარკინგე ზონა განთავსდება -1 სართულზე.
პროექტი გამორჩეულია თანამედროვე და დახვეწილი იერსახით, ადგილმდებარეობით და ბინების ოპტიმალური დაგეგმარებით.
მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალები. პროექტი ხორციელდება 41-ე დადგენილების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს მინიმალური პირობების შექმნას საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას, ასევე მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოებას.
ბინები აპექსი დადიანის A ბლოკში თეთრი კარკასით ჩაბარდება. მშენებლობა დასრულდება 2021 წლის აპრილში.