logo
project-image

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

project-image

შეთავაზება

2026.06.10

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ისნის რაიონში, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის – „აპექს ჰოლბრუკის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ისნის რაიონში, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის – „აპექს ჰოლბრუკის“ მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის დაფინანსება 45 მილიონი ლარია.

„აპექს ჰოლბრუკი“ 22-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, სამდონიან საპარკინგე ინფრასტრუქტურას, 1 200 კვადრატული მეტრის გამწვანებულ ეზოს და 24-საათიან დაცვის სისტემას.

კომპლექსის პანორამული ხედები იშლება მტკვარსა და ძველ თბილისზე, რაც „აპექს ჰოლბრუკს“ გამორჩეულ საცხოვრებელ პროექტად აქცევს. მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დაიწყო და დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი.

„მოხარული ვართ, რომ „აპექს დეველოპმენტთან” თანამშრომლობა სწორედ ამ პროექტით იწყება. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა წარმატებული იქნება და მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ერთად. თიბისი აქტიურად უჭერს მხარს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე, ხარისხიან და მდგრად საცხოვრებელ გარემოს ქმნის. ამ მიდგომის გათვალისწინებით, 44%-იანი საბაზრო წილით ლიდერები ვართ სექტორის დაფინანსებაში, ჩვენი პორტფელი კი 2.2 მილიარდ ლარს აღწევს“, – ლაშა ცინცაძე, თიბისის უფროსი ვიცე პრეზიდენტი საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან პარტნიორობით ვახორციელებთ პროექტს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ძლიერი და სტაბილური გარემო, სადაც მთავარი იქნება ხარისხი, ნდობა და გრძელვადიანი ურთიერთობები. აღსანიშნავია, რომ პროექტი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა – ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში 86 ოჯახი მეოთხე კატეგორიის ავარიულ საცხოვრებლებში ცხოვრობდა, ვაშენებთ თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს და უზრუნველვყოფთ მათთვის საცხოვრებელი პირობების არსებით გაუმჯობესებას. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი შენობების შექმნას არ ნიშნავს – ეს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის შექმნასაც გულისხმობს“, – ვლადიმერ რობაქიძე, „აპექს დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი.

სხვა სიახლეები

project-image

თიბისი კონცეპტი × APEX Development - სპეციალური შეთავაზება

2026.07.09

project-image

შეიძინეთ ბინა წინასწარი შენატანის გარეშე აპექს დეველოპმენტში

2026.06.08

project-image

ფასდაკლების აქცია 8 მაისამდე

2026.04.27

project-image

მიიღე შემოტანილი თანხის 20% საჩუქრად

2026.03.31

project-image

საგაზაფხულო შეთავაზება APEX Development-ში

2026.03.06

project-image

აპექს ნუცუბიძის პროექტში ბინის შეძენას განსაკუთრებული შეთავაზებით შეძლებ

2026.02.10

project-image

აპექს თაურსის გაყიდვების ოფისი ოფიციალურად გაიხსნა

2026.02.09

project-image

საახალწლო შეთავაზება APEX Development-ისგან

2025.12.08

project-image

შავი პარასკევის აქცია APEX Development-ში

2025.11.19

project-image

20% ფასდაკლების აქცია მხოლოდ ერთი დღით

2025.10.28

project-image

სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

2025.08.30

project-image

აპექს თაუერსი - ახალი პროექტი ვარკეთილში

2025.08.30

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ისნის რაიონში, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის – „აპექს ჰოლბრუკის“ მშენებლობა მიმდინარეობს.