logo
about

დაგვიტოვეთ საკონტაქტო

სახელი და გვარი

ტელეფონის ნომერი

ელექტრონული ფოსტა

პროექტები

აირჩიეთ

როდის დაგეკონტაქტოთ?

აირჩიეთ

09:00 - 13:00
14:00 - 18:00
19:00 - 22:00

სამუშაო საათები

ორშ-პარ: 10:00 - 18:00

შაბ: 11:00 - 16:00

მარკეტინგი

Marketing@apexd.ge

გაყიდვების ოფისი

Contact@apexd.ge

project-image

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

project-image

პროექტი

2025.11.19

მეტი ფასდაკლება, მეტი შენატანის სანაცვლოდ - შავი პარასკევის აქცია

სამშენებლო კომპანია APEX Development-მა მომხმარებლებისთვის შავი პარასკევის სპეციალური შეთავაზება აამოქმედა. მხოლოდ 30 ნოემბრის ჩათვლით, მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ, კომპანიის ოთხ მიმდინარე პროექტში ბინა განსაკუთრებული პირობებით შეიძინონ, პრინციპით: „რაც უფრო დიდია წინასწარი შენატანი, მით უფრო მეტ ფასდაკლებას იღებ “


აქციის ფარგლებში, ფასდაკლება კვ.მეტრზე $300-მდეა (ექვივალენტი ლარში), ერთიანი გადასახადის შემთხვევაში კი ბინის ფასს 20% აკლდება. ფასდაკლება მოქმედებს ნებისმიერი რაოდენობის თანხის წინასწარ შენატანის შემთხვევაში.

შეთავაზების მიზანია, ბინის შეძენის პროცესი გახდეს კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.


APEX Development-ის ოთხი მიმდინარე პროექტი - კომფორტის და ხარისხის ერთიანი სტანდარტი

კომპანია ამჟამად ოთხ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს და თბილისის სხვადასხვა უბანში თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტანდარტს ქმნის.


Apex Towers - ვარკეთილი

პირველი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსი ვარკეთილში, რომელიც მოიცავს ორ 34 სართულიან ბლოკს.

პროექტის მთავარი უპირატესობებია:

- გარე ფასადის თბოიზოლაცია

- ენერგოეფექტური ვიტრაჟები

- პანორამული ხედები ქალაქზე

- 3200 მ² გამწვანებული სივრცე

- ოთხდონიანი მიწისქვეშა პარკინგი

- 24/7 უსაფრთხოების სისტემა

📍 ჯავახეთის ქ. 150 (7 წუთი ფეხით ვარკეთილის მეტროდან)

Apex Isani Holbrooke - ისანი

თანამედროვე საცხოვრებელი და ბიზნეს სივრცე, რომელიც გამოირჩევა შიდა გამწვანებული ეზოთი, საბავშვო ზონით და მიწისქვეშა პარკინგით. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ ფართებს.

📍 რ. ჰოლბრუკის ქ. 13 (15 წუთი ფეხით ისნის მეტროდან)



Apex Nutsubidze - საბურთალო

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი, ლისის ტბასთან ახლოს, ულამაზესი ხედებით თბილისზე, რომელიც ოთხ ბლოკს მოიცავს. 

 პროექტი გთავაზობთ:

- იზოლირებულ ეზოს

- პარკინგს

- საცხოვრებელ და კომერციულ ზონებს

- განსაცვიფრებელ ხედებს თბილისზე

📍 პაატა დათუაშვილის ქ. 22 (City Mall-მდე 5 წუთი მანქანით)



Apex Dighomi - დიდი დიღომი

14-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც თავმოყრილია კომფორტისთვის აუცილებელი ყველა ინფრასტრუქტურა:

- მიწისქვეშა პარკინგი

- სპორტული მოედანი

- გამწვანებული სივრცეები

- სკოლა და ბაღი

- აფთიაქი
- სუპერმარკეტები

📍 დიდი დიღომი, II მიკრორაიონი, N27ა



რატომ უნდა ისარგებლოთ შეთავაზებით ახლა?

თანამედროვე ბაზრის პირობებში, სადაც უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო აქტივია, APEX Development-ის  შავი პარასკევის შეთავაზება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ბინის შეძენას როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ  გეგმავს. 


📞 საკონტაქტო ნომერი: 032 205 50 55