სიახლეები

აპექსი ნუცუბიძე- გაყიდვები დაიწყო!

# გადმოდი საბურთალოზე მშვიდ და მყუდრო უბანში - აქ საცხოვრებელ ბინასთან ერთად ჯანსაღი გარემო და ხელისგულზე გადაშლილი ქალაქის ხედები დაგხვდება.

 ,, აპექსი ნუცუბიძე ‘’ ნუცუბიძის პლატოზე - პაატა დათუაშვილის # 24- ში მდებარეობს. 12 500 კვ.მ. ფართობზე დაგეგმარებული კომპლექსი ოთხი კორპუსისგან შედგება, რომელთაგან სამი 20 სართულიანი, ერთი კი 8 სართულიანია.

სამშენებლო პროექტში გათვალისწინებულია გასართობი სივრცე ბავშვებისათვის; ღია და დახურული ორ დონიანი საპარკინგე ზონა; ორი სართული კი დაეთმობა საოფისე და კომერციულ ფართებს.

კომპლექსი პირველივე სართულიდან პანორამული ხედებით გამოირჩევა, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. მშენებლობის პროცესში კი ჩვენი გუნდი იყენებს ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალებს, ეს ყოველივე ჯანმრთელი ცხოვრების წინაპირობაა.

APEX development-ი გთავაზობთ ბინების ოპტიმალური დაგეგმარებას, ხელსაყრელ ადგილმდებარეობას და  ბინების მრავალფეროვან არჩევანს. ბინის მინიმალური ფართი 43 კვ.მ.-დან იწყება.

,,აპექსი ნუცუბიძე" ბინის შეძენისას თქვენზე მორგებულ გადახდის გრაფიკსა და 5 წლამდე შიდა უპროცენტო განვადებას გთავაზობთ.

კომპლექსში ,,აპექსი ნუცუბიძე " ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება.

  • 2022-06-10
call back

შეუკვეთე ზარი