სიახლეები

აპექსი ავლაბარი-სრულდება!

აპექსი ავლაბარი  11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც 300 არაგველის მეტროსთან,ქეთევან წამებულის #52-ში შენდება. პროექტი გათვლილია 64 მობინადრეზე. ორი სართული დაეთმობა საოფისე და კომერციულ ფართებს, ხოლო საპარკინგე ზონა განთავსდება  -1 სართულზე.

პროექტი გამორჩეულია თანამედროვე და დახვეწილი იერსახით, ადგილმდებარეობით და ბინების ოპტიმალური დაგეგმარებით.

მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალები. პროექტი ხორციელდება 41-ე დადგენილების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს მინიმალური პირობების შექმნას საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, შენობაში ხანძრის და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას, ასევე მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოებას.

ბინები აპექსი ავლაბარი თეთრი და მწვანე  კარკასით ჩაბარდება. მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ივლისი.


  • 2020-09-25
აპექსი ნუცუბიძე:
10% - წინასწარი შენატანი
30% - დასრულებამდე
60%- დასრულების შემდეგ
call back

შეუკვეთე ზარი