სიახლეები

სამხედრო ქალაქი მახათას მთაზე

11 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროში კომპანია აპექს დეველოპმენტისა და ამხანაგობა მახათას ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროექტი მახათას მთაზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი სამხედრო ქალაქი, რომელიც 10ჰა მიწის ფართობზე იქნება განთავსებული, სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აპრილში,ამხანაგობა მახათას მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის აშენებას , სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში,700-მდე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემათ.

კომპანია აპექსი მოხარულია,რომ ჩაერთო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში,რომელიც სამხედრო  მოსამსახურეებისათვის ხელშეწყობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ამაღლებას ითვალისწინებს.

  • 2019-09-12
call back

შეუკვეთე ზარი